4. Visual Basic-ის სახელმძღვანელოები
დღეს-დღეისობით საქართველოში უამრავი წიგნია Visual Basic-ის, მაგრამ ქართულ ენოვანი კი ძალიან ცოტაა. ჩემთვის ცნობილია ორი სახელმძღვანელო:
1. დაპროგრამების საფუზვლები(ავტორები: ზ. მაჩაიძე ნ. პავლიასვილი)
2. ინფორმატიკის საფუზვლები(ავტორები ტ.მაჭარაძე ქ.წვერაძე) წიგნი
დიდი ბოდიში მინდა მოუხადო მათ ვისი წიგნიც ჩემთვის ცნობილი არ არის და შესაბამისად ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. შეგიძლიათ მაცნობოთ თქვენი სახელმძღვანელოს შესახებ და მე მას აუცილებლად შევიტან მათ რიგებში, რომლებიც ამჟამად არის ჩამოთვლილი. ეხლა კი მოკლედ აღვწეროთ თითეული მათგანი:
წიგნი სახელწოდებით ,,დაპროგრამების საფუძვლები გამოცემულია 2002 წ. ავტორები არიან თბილისის სახემწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის(თ.ს.პ.უ) ლექტორები. განკუთვნილია დამწყებთათვის. ეს წიგნი მართლაც შესანიშნავ საფუძველს მოგცემთ იმისათვის, რომ შემდეგ უფრო გააღრმაოთ თქვენი ცოდნა, სხვა უფრო პროფესიონალური წიგნებით. ამ სახემძღვანელოში ახსნილია(გაშიფრულია) სტანდარტული მართვის ელემენტების თვისებები, მეთოდები და ხდომილებები. მოყვანილია მაგალითები და სავარჯიშო დავალებები, რომელიც გიადვილებთ ამ ენის ათვისებას.
წიგნი სახელწოდებით ინფორმატიკის საფუძვლები გამოცემულია 2003 წ. ავტორები არიან თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები. წიგნში გარდა visual basic-ისა შეგიძლიათ შეისწავლოთ html ენა და საოფისე პროგრამა Exel-ი, მაგრამ ამ წიგნის უდიდესი ნაწილი vb-ის აქვს დათმობილი. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია დამწყებთათვის, როგორც ვხედავთ მხოლოდ ქართულენოვანი წიგნებით წინ ვერ წავალთ, რაც ძალზედ სამწუხაროა. მინდა უთხრა მათ ვინც დაინტერესებულია ქართულენოვანი სახემძღვანელოებით ყოველი ახალი წიგნი, რომელიც იქნება გამოცემული მე მათ აუცილებლად გაცნობებთ. ეხლა უცხოენოვან წიგნებსაც შევეხოთ დავიწყებ რუსულენოვანით, რომელიც საქართველოში ყველაზე ფართო არჩევანის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ მათი უმრავლესობა საკმაოდ ცუდად არის ნათარგმნი ინგლისური(როგორც ყოველთვის) სახემძღვანელოდან, ამიტომ მისი შეძენის წინ უნდა შეირჩეს ავტორი და გამომცემლობა. ერთ-ერთი ჩემთვის ნაცნობი გამომცემლობა არის პიტერი, რომელსაც მართლაც კარგი ბიბლიოთეკა გააჩნია. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ მისამართზე www.piter.com თუმც რა თქმა უნდა არსებობენ სხვებიც.
visual basic-ის ისე სხვა პროგრამების ინგლისურ ენოვანი სახემძღვანელოები ძნელად მოიპოვება საქართველოში. მე ვერ გეტყვით, თუ სად შეიძლება საქართველოში შეიძინოთ. ავტორი: ანდრო ლომთაძე 2004 |